“მოზაიკას” ინფორმაციით, ხაშურში 51 წლის კაცმა 16 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა. გამოცემის ცნობით, კაცი მოზარდს დანით ემუქრებოდა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას სთხოვდა. “დაკავების დროს მამაკაცს თან დანა უპოვეს. როგორც ვიცით,
სექსუალური ძალადობა რამდენჯერმე მოხდა”, – უთხრეს “მოზაიკას”.
წყაროს ცნობით, მამაკაცი დაკავებულია და მისი სასამართლო პროცესი ხაშურის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.