“წყალში ჩავარდნისას უკვე გათიშული იყო..” – ნახეთ მოულოდნელი ინფორმაცია ახლახანს გარდაცვლილ 17 წლის ბიჭზე

0

17 წლის დათო საჯაია სენაკიდან. დღეს მარტვილში სოფელ გაჭედილში, კანიონთან გარდაიცვალა🙁
დათამ სკოლა წელს დაამთავრა,მშობლებისთვის ერთადერთი შვილი იყო🙁
კლდეზე სურათის გადაღების დროს ფეხი დაუცდა. ზურგით დაცემული, თავი კლდეს ჩამოარტყა. უკვე გათიშული იყო როდესაც წყალში ჩავარდა.
ამ უმ­ძი­მეს ფაქტს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს, ამ ტრა­გე­დი­ას მისი მე­გობ­რე­ბი შე­ეს­წრნენ, რომ­ლე­ბიც სა­ში­ნელ დღე­ში არი­ან. ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად მოხ­და, რომ ბი­ჭის გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. მაშ­ვე­ლებ­მა ბი­ჭის ცხე­და­რი წყალ­ში უკვე იპო­ვეს, სამ­წუ­ხა­როდ,

მას სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და. ახლა მო­ზარდს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.
რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ამ­ბობს, თურ­მე ბიჭ­მა ცურ­ვა არ იცო­და.

“ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და, ვდგა­ვარ აქ ახლა გა­ხე­ვე­ბუ­ლი და არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩემ წინ მთა­სა­ვით ბიჭი ას­ვე­ნია. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან გან­ვიც­დით, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა მისი გა­დარ­ჩე­ნა. გა­ჭე­დი­ლის ხი­დი­დან, სა­დღაც 200-მეტრში მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. ბავ­შვე­ბი სა­ბა­ნა­ოდ ჩა­სუ­ლან მდი­ნა­რე აბა­შა­ზე. იქ არის სა­ბა­ნაო ად­გი­ლი, და­ბა­ლი წყა­ლია და რომ გა­დახ­ტე­ბი, ფე­ხით ამო­დი­ხარ მე­ო­რე მხა­რეს. მაგ­რამ მა­გის იქეთ არის ღრმა წყა­ლი – 5 მეტ­რი ექ­ნე­ბა სიღ­რმე და იქ და­იხ­რჩო ბიჭი, სა­ში­ნე­ლე­ბა დატ­რი­ალ­და, მა­ღა­ლი ბი­ჭია, შავგვრე­მა­ნი.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან სე­ნა­კი­დან, აქ ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს ჰქონ­დათ კერ­ძო სახ­ლი ნა­ქი­რა­ვე­ბი და იქ ვარ­ჯი­შობ­დნენ. კი­კბოქ­სი­ო­რე­ბი არი­ან. რო­გორც მი­თხრეს, და­ვით სა­ჯა­ი­აა და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვი. ამ­ბო­ბენ, და­თოს წას­ვლა არ უნ­დო­და მდი­ნა­რე­ზეო, მერე უთ­ქვამს, კარ­გი, მეც წა­მო­ვალ და სუ­რა­თებს მა­ინც გა­და­ვი­ღე­ბო. მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­მო­სუ­ლა, ბო­ტა­სი ეცვა, ეტყო­ბა მარ­თლა არ აპი­რებ­და წყალ­ში ჩას­ვლას. ნე­ტავ, არ გაჰ­კა­რე­ბო­და იქა­უ­რო­ბას. თურ­მე ცურ­ვაც არ იცო­და, გა­დამხტა­რა მდი­ნა­რე­ში და სა­დაც გა­დახ­ტა, ზუს­ტად იმ ად­გი­ლას არ არის დიდი წყა­ლი, მერე კი ქვი­ში­ა­ნი ად­გი­ლია და ასე გა­და­დი­ან მე­ო­რე ნა­პირ­ზე. არ ვიცი, იქ რა მოხ­და, რო­გორც ჩანს, რომ გა­დახ­ტა, მე­რეა დიდ წყალ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი, იქ­ვეა ღრმა წყა­ლი და ეტყო­ბა იქ ჩა­ვარ­და და ცურ­ვა რომ არ იცო­და, წყლი­დან ამოს­ვლა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა, ალ­ბათ.

ამ­ბო­ბენ, ერთხელ ამოყ­ვინ­თაო, მაგ­რამ იქ წყა­ლი ღრმაა, 5 მეტ­რი იქ­ნე­ბა და ეტყო­ბა ჩა­ი­ძი­რა, გო­გო­ნას უც­დია მისი გა­დარ­ჩე­ნა, რო­მე­ლიც იქვე მდგა­რა, მაგ­რამ რომ წა­ე­პო­ტი­ნა ეტყო­ბა შე­ე­შინ­და თვი­თო­ნაც არ დამ­ხრჩვა­ლი­ყო, მან ვერ შეძ­ლო, შე­ე­ცად­ნენ სხვე­ბიც გა­დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა.

ყვე­ლა სა­ში­ნელ დღე­შია ახლა, მაშ­ვე­ლებ­თა­ნაც და­რე­კეს მა­შინ­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ეძებ­დნენ, მაგ­რამ ვერ იპო­ვეს ცხე­და­რი, მერე კი­დევ ერთი მაშ­ვე­ლი მო­ვი­და და მან ამო­იყ­ვა­ნა ბიჭი. სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

დი­ნე­ბას არ წა­უყ­ვა­ნია, სა­დაც ჩა­ვარ­და წყალ­ში, იქვე იპო­ვეს.
წყარო:ambavi.club

Share.