შოვში, სტიქიის ზონაში, ძებნისა და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
სტიქიის ზონიდან მოხალისე მაშველი ჰყვება, მაშველებმა მდინარეში პატარა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის სულ 18 ცხედარია ნაპოვნი. ამის შემყურე მამა ცუდად გამხდარა.
მისივე თქმით, ადგილზე დამატებითი ტექნიკაა შეყვანილი, მუშაობენ ქალაქის და რეგიონის სამაშველო და ადგილობრივ მოხალისეთა ჯგუფები,
მდინარეზე სისტემას აწყობენ საჭირო მოწყობილობებისა და ინვენტარის გადასატანად.