ქუთაისის აეროპორტთან უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.
ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. მირანდა ცეცხლაძემ ავარიის შედეგად უმძიმესი დაზიანებები მიიღო, მას სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა.
ვრცელდება მასთან ერთად ავტომობილში მყოფის, ეკატერინე სანიკიძისა და მირანდას ერთობლივი ვიდეო.