“ცოცხალ-მკვდარი ბავშვით კლინიკის რიგში ვიდექი,მობრძანდნენ ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია და ურიგოდ შევიდნენ,ესენი რატომ არიან უპირატესი?” – რას წერს გაღიზიანებული მშობელი?

0

“სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” ვრცელდება პოსტი, სადაც მომხმარებელი წერს, რომ კლინიკაში, სადაც სიცხიან ბავშთან ერთად რიგში იმყოფებოდა ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა ურიგოდ შეუშვეს.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც კლინიკაში ყველა მშობელი ავადმყოფ ბავშვთან ერთად რიგს ელოდებოდა, მათი ურიგოდ შესვლა უსამართლობაა.

“მზიურიმედის კლინიკაში პედიატრ, თემურ მიქელაძესთან მყავდა სიცხიანი, ცოცხალ-მკვდარი ბავშვი, ასევე სხვა მშობლებს სიცხიანი და ვირუსიანები. დილიდანვე დავრეკე, დავიჭირე თადარიგი და კონკრეტულ საათზე დამიბარეს. ჩემი რიგის ნომერი როდესაც მოახლოვდა, დემონსტრაციულად მობრძანდნენ “იმედის” ზვეზდები, ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია თავის ანგელოზთან ერთად, მთელმა კლინიკამ დაუწყო ფაცი-ფუცი და ურიგოდ შევიდნენ სპეციალისტთან.

მე თუ მშობელი ავადმყოფი ბავშვით რიგს ველოდები, თადარიგს ვიჭერ და არავის თავზე არ ვახტები, ესენი რატო არიან სხვის შვილებზე უპირატესი?! ან როცა შენც მშობელი ხარ ასეთ რამეს როგორ კადრულობ, ნუ კლინიკის თანამშრომლების და ექიმის ვაზელინობა ხო ცალკე სიგოიმე”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

წყარო : ntv.com.ge

Share.