“ცნობილი ქართველების ნათელ-მირონობა..” – ნახეთ ცნობილი ნათლიების ცნობილი ნათლულები

0

ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან ნა­თელ-მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებთ. ვინ ვისი ნათ­ლი­აა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE გი­ამ­ბობთ.
მომ­ღერ­ლე­ბი თიკა ჯამ­ბუ­რია და ნინი ქარ­სე­ლა­ძე, ასე­ვე რე­ჟი­სო­რი და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი ლელა წურ­წუ­მი­ას და მა­მუ­ლი­ჩას ქა­ლიშ­ვი­ლის, მა­რი­კოს ნათ­ლი­ე­ბი არი­ან. თი­კამ და ნი­ნიმ პა­ტა­რა მა­რი­კო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ნათ­ლეს, მა­შინ თა­ვა­დაც ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. თა­ვის მხრივ ნინი ქარ­სე­ლა­ძის ნათ­ლია მომ­ღე­რა­ლი ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნია.

მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ნათ­ლი­ე­ბი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და მაია ჯა­ბუა არი­ან. რო­გორც ნინი ამ­ბობს, რაც დედა, ეკა კა­ხი­ა­ნი ახ­სოვს, იმ დრო­ი­დან ახ­სოვს თამ­რი­კო და მაია, რომ­ლე­ბიც მისი მე­ო­რე დე­დე­ბი არი­ან. რო­გორც ნი­ნიმ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გა­ნა­ცხა­და, სიმ­ღე­რის გარ­და თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძის­გან მას ტრავ­მე­ბიც და­ე­ნათ­ლა, რად­გან ხში­რად იღებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ტრავ­მებს და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში ნაც­ნო­ბი სა­ხეა.

ცნო­ბი­ლი ნათ­ლი­ე­ბი ჰყავს ნი­ნის ქა­ლიშ­ვილს, ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძეს. მისი ნათ­ლი­ე­ბი ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, ქეთა თო­ფუ­რია, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი და თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე არი­ან.
მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის, ბე­რას ნათ­ლი­აა. ბერა მომ­ღე­რალ­მა პა­ტა­რა ასაკ­ში მო­ნათ­ლა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბოლო დროს სა­კუ­თარ ნათ­ლულ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ აქვს.

თა­ვად რე­პერ ბერა ივა­ნიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე ნათ­ლუ­ლი ჰყავს, მისი ნათ­ლუ­ლე­ბი არი­ან კახი კა­ლა­ძის უფ­რო­სი ვაჟი ლე­ვა­ნი­კო და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­სა­მე ვაჟი გაბ­რი­ე­ლი. პა­ტა­რა ლე­ვა­ნი­კო 2011 წელს გაქ­რის­ტი­ან­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვაჟი კი 2015 წლის აგ­ვის­ტო­ში მო­ი­ნათ­ლა. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ნათ­ლუ­ლია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სია კა­კა­ბა­ძეც.

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის ბე­რუ­კას ნათ­ლი­ე­ბი კი პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე და რე­პე­რი ამი­კო ჯა­ნე­ლი­ძე არი­ან.
მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია ოთხი ნათ­ლი­ი­დან, რომ­ლებ­მაც ფო­ტოგ­რაფ გოგა ჩა­ნა­დი­რის ქა­ლიშ­ვი­ლი ანი­ტა მო­ნათ­ლეს.

წყარო:ntv.com.ge

Share.