საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მკვლელობა მოხდა. 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის.
არასრულწლოვანი გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა.
ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ. თუმცა ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.
მომხდართან დაკავშირებით, დეტალები უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.