“ჩვენ ერთი ასაკის ვეღარ გავხდებით, ვეღარ დამეწევი,შენ სულ პატარა ფერია იქნები..” – ნახეთ გვანცა ბუბაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

0

შოვის სტიქიიდან 22 დღეგავიდა. გარდაცვლილია 31 ადამიანი, ხოლო რამდენიმეს ჯერ კიდევ ეძებენ.
გვანცა ბუბაშვილი შოვის ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლია. ის ორ მეგობართან, რომლებიც ასევე დაიღუპნენ, იმყოფებოდა დასასვენებლად.
გვანცას მეგობრები ემოციური პოსტით ემშვიდობებიან:
„მეგონა…. მეგონა… მართლა მეგონა საოცრება მოხდებოდა… მართლა მეგონა ვეღარ ვიტირებდი. მართლა მეგონა სასწაული მოხდებოდა და შენ გამოჩნდებოდი…

ლოგიკა დაჟინებით ამტკიცებდა, ნუ ელი, ეგ მაშინვე დამთავრდაო, მაგრამ აზრი, გონი, სული, გული, სიყვარული, გრძნობა, მონატრება, მოგონება – აი, ამდენი რამ არ ეთანხმებოდა, მაგრამ ისევ ამ “მძიმე” ლოგიკამ გვაჯობა…

აქ უნდა დავხურო ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილის კარი და ჩავაბარო მოგონებას ის შეგინახავს, ისევ პატარას, ისევ ლამაზს, ისევ თბილს და მოსიყვარულეს.

ჩვენ ვერ გავხდებით ერთი ასაკის…. ვეღარ დამეწევი… შენ სულ პატარა, სიფრიფანა ფერია იქნები…

ნუგეში ერთია – ჩვენ ისევ შევხვდებით, ოღონდ სხვაგან, სხვა მოცემულობაში… მხოლოდ დროებით გვაშორებს დრო… და უნდა ავიტანოთ.

ახლა მხოლოდ ლოდინის დროა… ულმობელი, დაუსრულებელი და თვალებდაჭყეტილი ლოდინის დრო. შენ დარჩი რაჭაში…..შევხვდებით “იმიერ” რაჭაში, ჩემო პატარავ“,- წერენ გვანცას მეგობრები.

Share.