“ჩვენო ბიჭო,ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი..” – ნახეთ 20 წლის ბიჭის ტრაგიკულმა სიკვდილმა ყველა აატირა

0

აბაშაში, სოფელ გეზათი-გულუხეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ამავე სოფლის მკვიდრი 20 წლის გიგა გაბუნია ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
მანქანაში მეგობრები ისხდნენ, 2 პირი გადარჩა.
“გიგა გაბუნია, ეს სახელი ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების მანძილზე დასამახსოვრებელი. გიგა ჩემო ძმაო, ჩემო თანაგუნდელო, ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი გიკავია და ასე იქნება ყოველთვის. მახსოვს როდესაც გუნდში მოხვედი პირველად, მე და შენ გავუგეთ ერთმანეთს

ყველაზე კარგად. იმ წამიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ძმაკაცობა და სიყვარული. მე დავკარგე ჩემი ძმა, ადამიანი, რომელიც მოედანზე და მოედნის გარეთაც დიდი პატივისცემით და სიყვარულით გამოირჩეოდი. შენ ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი და ვერც წარმომედგინა მსგავსი რამ. ღმერთმა ნათელში გამყოფოს. სადაც არ უნდა იყო ყოველთვის ჩემს გულში იქნები! მიყვარხარ და მეყვარები! ყოველთვის ჩემი დიდი ძმა იქნები და ეს ასე იქნება ყოველთვის! მოგვენატრები!”, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი.

უბედური შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის სამ საათზე მოხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
წყარო:daqali.club

Share.