გამოცემა ამბები.ჯი-სთან საუბრისას კომპოზიტორმა დათო ევგენიძემ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიაზე ისაუბრა, როდესაც მას 16 წლის და დაეღუპა.
ის ასევე აღნიშნავს რომ მისი ცხოვრება იყოფა 2 ეტაპად, დის დაღუპვამდე და დის დაღუპვის შემდეგ.
“18 წლის არ ვიყავი, 16 წლის და რომ დამეღუპა. ლიაზე წლი-ნახევრით უფროსი გახლდით. ეგ ტრაგედია 1977 წელს მოხდა. მაგ წელს მოსკოვის კონსერვატორიაში ჩავაბარე, მაგრამ დის დაღუპვა ჩემთვის ტკივილზე მეტი იყო. მას მერე ასე – ჩემი ცხოვრება
ლიას გარდაცვალებამდე და ლიას გარდაცვალების შემდეგ. სამწუხაროდ, ინციდენტი ზღვაზე ბავშვების თამაშისას მოხდა და ლია ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს… ის ჩემი სიმღერის პირველი შემსრულებელი იყო, მუსიკალურ ათწლედში ფლეიტაზე დადიოდა, როცა მე საფორტეპიანოზე ვსწავლობდი.” – ამბობს დავით ევგენიძე
წყარო:ambavi.club