“ჩემი ბიჭი იმის გამო მოკლეს, რომ იცოდა სად..” – ნახეთ 29 წლის ბიჭი საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია

0

კაცი, რომელიც ბანკის ფულის გატაცებისთვის სასჯელს იხდიდა, გეგუთის ციხეში მკვდარი იპოვეს – მსჯავრდადებული ციხის დასატოვებლად ემზადებოდა, როცა 29 წლის ირაკლი მუჯირის ოჯახს ციხიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ახალგაზრდამ საკანში თავი ჩამოიხრჩო.ეს ვერსია სრულიად აბსურდულია ოჯახისთვის, დედა, რომელიც 10 წლიანი ემიგრაციიდან შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა, დარწმუნებულია, რომ ირაკლი მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს.
ირაკლი მუჯირს ციხე, წლის ბოლოს უნდა დაეტოვებინა, ის 2018 წლის დეკემბერში აბაშაში ინკასატორის დაყაჩაღების ფაქტზე დააკავეს. საქმის მასალებით მიხედვით, მუჯირმა თანამზრახველებთან ერთად, ათეულობით სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან მოგროვებული დიდი ფული გაიტაცა.
ოჯახის ამბობს, რომ ციხეში ირაკლი მუჯირი ამის გამო მოკლეს, რადგან კარგად იცოდა,

სად იყო ფული, რომელიც პოლიციამ ბოლომდე დაკავების მიუხედავად ვერ ამოიღო.

ირაკლი მუჯირის დედას და მამიდა ამბობენ, რომ საქმეში დევს მტკიცებულები, სადაც ინკასატორის დაყაჩაღებისთვის მსჯავრდადებული პირები გეგმებს ალაგებდნენ, როგორ უნდა მოეცილებინათ ირაკლი მუჯირი დიდი ინფორმაციის გამო.

აბაშაში საინკასაციო მანქანის მძღოლის დაყაჩაღების შედეგად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გატაცებული იყო 300 ათას ლარამდე, თუმცა საქმის მასალებში მხოლოდ 10 ათასი ლარის გატაცებაზეა საუბარი.

სად გაქრა დანარჩენი ფული, რატომ ინახავდა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შეგორებულ თანხას ინკასატორი ბანკის ნაცვლად სახლში? – მძღოლის ოჯახში, საიდანაც დიდი ფული გაიტანეს, ამბობენ, რომ გეგმა წინასწარ დაწერილი იყო.

საქმის მასალების მიხედვით, ინკასატორმა მამუკა ჩოჩიამ, რეგიონის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შეგროვებული ფული სახლში მისაღებ ოთახში დასაწყობდება. რაც საეჭვო გარემოებაა, რა უნდოდა ფულს ბინაში, რომელიც ბანკში უნდა ყოფილიყო.

ინკასატორის მამა იხსენებს, რომ ბანკის თანამშრომელი რომელმაც სახლში დიდი რაოდენობის ქეში უმეთვალყურეოდ დატოვა, თავდაპირველად საქმეში ეჭვმიტანილი იყო. მას გამოძიება მძარცველებთან თანამშრომლობას სდებდა ბრალად, თუმცა მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით , საქმის აღძვრიდან 7 თვეში შემოიფარგლა.

საინკასაციო მანქანის მძღოლის ყაჩაღობის ორგანიზებისთვის 10 წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული ზაზა აბზიანიძეს.

ციხეში უეცრად გარდაცვლილი, ირაკლი მუჯირის ოჯახის მტკიცებით, ქაბზინაძეს მუჯირის ციხიდან დროულად გამოსვლა არ აწყობდა, რადგან ამტკიცებს, რომ პოლიციის დევნის სპეცოპერაციის დროს გატაცებული ფული გადააგდო, მაგრამ მუჯირის ოჯახმა აღმოაჩინა რომ ციხეში განწესებული აბზიანიძე უეცრად გამდიდრდა.

რა ინტერესი აქვს საინკასაციო მანქანის მძღოლის ყაჩაღობაში ბრალდებულს, რომ მისი თანამზრახველი არ ალაპარაკებულიყო. აბზიანიძის ოჯახი კომენტარს არ აკეთებს.

რა მოხდა 6 ივლისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იყო ეს თვითმკვლელობა, დაკვეთილი მკვლელობა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა? მუჯირის სამედიცინო ექსპერტიზა პასუხებს 45 დღეში გამოაქვეყნებს, ამ დრომდე უცნობია როდის გადასცეს ოჯახს სამარტოო საკნის ჩანაწერებს ციხის ადმინისტრაცია.

Share.