საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ირინე დვალიშვილი გარდაიცვალა.
“ორი დღეა თავზარდაცემულები ვართ შენი მეგობრები ჩვენო ღიმილა გოგო🥲🥲🥲… ორი დღეა თავს ვერ ვუყრით სათქმელს🥲🥲🥲… სადა აქვს ამ ღმერთს სამართალი….სად?
ორი თვის წინ მესინჯერში ერთმა ლამაზმა გოგომ მესიჯი მომწერა… ქალბატონო ლიგია ფილმის “შინდიდის გმიებზე” ბილეთების აღება მინდა და ფული სად ჩაგირიცხოთო? მერე დააყოლა ჩემს დედამთილს მინდა სურპრიზი გავუკეთოო.
კიდეც უთხარი :- უბედნიერესი ყოფილა თქვენი დედამთილი რომ ამერიკიდან გინდათ ბილეთები აუღოთ-თქო და მივწერე მომწერეთ სახელი და გვარი და ტელეფონი და მე თვითონ მივაწვდითქო..
შენი სახელი და გვარი რომ მომწერა ბედნიერებისგან შევყვირე,იმ ღამესვე დაგირეკე და გითხარი…-
-ირი მე შენ გასათხოვარი მეგონე და თურმე რძალიც გყოლია და სურპრიზად ბილეთებიც აგიღო-თქო.
შენ ხარ ბედნიერი ქალი-თქო.
მაშინვე მითხარი:- უბედნიერესი ქალი ვარ,საუკეთესო შვილები და რძალი მყავსო…
მართლა გულით მიხაროდა შენი ასეთი ბედნიერება ირი…
ბოლოს ფილმის ჩვენებაზე შევხვდით და ჩაგეხუტე გულში.
ერთი კვირის წინ ისევ შენმა საყვარელმა რძალმა მომწერა ამერიკიდან შენი ამბავი და გულწრფელად მთხოვა..
.-იქნებ ვინმე კარგი ექიმი ვუპოვნოთ და გადარჩესო🥲🥲🥲…
შენს რძალსაც და შენს დაიკოსაც ბოლომდე ვუმტკიცებდი და მეც მჯეროდა,რომ აუცილებლად კარგად იქნებოდი და აუცილებლად კიდევ ერთხელ ჩაგიხუტებდით გულში…. ეს კი ერთი ცუდი სიზმარი იქნებოდა…🥲🥲🥲
ვაი რომ ვერ გადაგარჩინეთ და ვაი რომ ვეღარ ჩაგიხუტებთ ჩემო ტკბილო და ღიმილა გოგო…🥲🥲🥲 ვერც კი წარმომიდგენია ჩვენი საერთო სამეგობრო შენს გარეშე…🥲🥲🥲 შენ ხომ ასე ალამაზებდი შენი ღიმილით ჩვენს შეხვედრებს…🥲🥲🥲
ნათელი და სანთელი ჩემო ირინა და მსუბუქი იყოს საქართველოს მიწა შენს გულზე….🥲🥲🥲 მოგვენატრები ჩემო ტკბილო გოგო… მომავალ შეხვედრამდე ზეციურ საქართველოში.”
“ეს რა გავიგე ირი რატომ ღმერთო აღარ მჯერა ეს ამბავი შენი სიკვდილი ხომ ადრე იყო ჯერ თბილო და ყველასგან გამორჩეულო ძალიან მოგვენატრები ყველას მუდამ მემახსოვრები” – წერემ ახლობლები სოციალურ ქსელში.
როგორც ახლობლები წერენ გარდაცვალება ანევრიზმამ გამოიწვია.