“შვილის თოჯინას ეხუტება და..” – ნახეთ ვრცელდება მამის სულისშემძვრელი ფოტო შოვიდან

0

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი – საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება. მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მამის სულისშემძვრელი ფოტო, რომლის შვილები და მეუღლე სტიქიას შეეწირნენ.

„ის ბილიკებია რთული სავალი, როცა საყვარელი ადამიანები აღარ გვეგებებიან“,- წერენ ფოტოს არწერაში.

სტიქიის ზონაში მომუშავე ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს…

„მცირეწლოვნის მამას, შვილის თოჯინა მე-7 დღეა ჩახუტებული აქვს და ასე გადაადგილდება შოვში… თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა, ღმერთო… სად ხარ ხოლმე ასეთ დროს,“ – წერს ჟურნალისტი.

Share.