“შეუძლებელია გააზრება მისი ამ შემზარავი მდგომარეობის,ჩემს ძალებს აღემატება..” – ნახეთ ნიკოლოზ რაჭველი გიორგი დუდაშვილზე

0

მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში გიორგი დუდაშვილის შესახებ წერს, რომელსაც შოვის ტრაგედიის დროს 3 შვილი და მეუღლე გარდაეცვალა.
“გიორგი დუდაშვილზე:
უსამართლობაცაა და უსამართლობაც…
ტანჯვაცაა და ტანჯვაც… უბედურებასაც ქონია გრადაციები… გააზრებაც კი შეუძლებელია მისი შემზარავი მდგომარეობის…

რა ვუსურვო ეგეც არ ვიცი… მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, მაგრამ ვერ ვიზიარებ მის მწუხარებას, რადგან ჩემს ძალებს აღემატება…”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
ამ დროისთვის 31 ცხედრიდან 29 იდენტიფიცირებულია, 2 ადამიანის ძებნა გრძელდება.

Share.