ქართველი ნათელმხილველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:“2012 წელი, 20 აგვისტო ვხედავ, ჩრდილოეთ ოსეთში დიდი მიწისძვრა მოხდება. ფრთხილად! თითქმის ყველაფერი ინგრევა. მოსაზრება, რომ ეს სეისმური ზონა არ არის, ფუჭია. კავკასიონიც განიცდის ბუნებრივ კატაკლიზმებს და ბუნება აქაც ფერს იცვლის. ადამიანი კი ვერასდროს გააკონტროლებს ამ მოვლენებს, ვინაიდან ეს ყველაფერი კოსმოსიდან
მოდის და ისევ კოსმოსში ბრუნდება. არცერთი ბუნებრივი მოვლენა დედამიწაზე არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება — ადამიანი უძლურია. საბედნიეროდ, დედამიწა, ანუ ბუნება, ვხედავ, მალე დაწყნარდება.