ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა „სუხიშვილების“ გამორჩეული მოცეკვავე ნინო კირვალიძე.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, “სუხიშვილების” გამორჩეული მოცეკვავის, უმშვენიერესი ნინო კირვალიძის გარდაცვალების გამო,
საქართველოს სახალხო არტისტი, ნინო კირვალიძე ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე 1958-1985 წლებში გახლდათ.
მის მიერ შესრულებული ცეკვები (“სამაია”, დავლური”..) კიდევ მრავალი წელი გვემახსოვრება და
დარჩება ქართული ცეკვის ისტორიას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.