“ურთულეს პერიოდს გადის მსოფლიო,ახალი ომის საფრთხის წინაშე დგას კაცობრიობა,ჩვენ გადავრჩებით..” – ნახეთ ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი

0

ნათელმხილველ ნანული ლალიაშვილზე, რომელიც დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ნათელმხილველია, თბილისში ბევრს საუბრობენ. მის შესახებ ლეგენდები დიდი ხნის წინ გაჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ცხოვრობდა საქართველოში. მან 30 წელი გაატარა უცხოეთში – მოსკოვსა და ამერიკაში. მოსკოვში ცხოვრების პერიოდში ლეგენდარულ ჯუნა დავითაშვილთან თანამშრომლობდა.ალბათ, ძალიან ცოტას ხვდა წილად ის აღიარება და რეგალიები, რაც ქალბატონმა ნანულიმ თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში დაიმსახურა. სწორედ მასთან ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ „თბილისელებმა“, რა დროსაც ნათელმხილველმა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების და პროგნოზების შესახებ ისაუბრა.ნანული ლალიაშვილი: მსოფლიო რთულ პერიოდს გადის, კაცობრიობა ახალი ომის საფრთხის წინაშე დგას. დღეს უკვე ძალიან რთულია მსოფლიოში მშვიდობის მიღწევა. ორი სასტიკი ომი, უდანაშაულო მსხვერპლი, ნგრევა, სიკვდილისთვის განწირული ადამიანები, ტერორიზმი, რომელიც არ ინდობს ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს. ეს ყველაფერი ადამიანის ღმერთთან დაშორებას, ადამიანური სახის დაკარგვას,

იმ ბოროტი ძალების გააქტიურებას მოჰყვა, რომლებიც მართავენ მსოფლიოს, თუმცა ღია ასპარეზზე არ ჩანან. მათთვის ათასობით სიცოცხლე არაფრად ღირს. უფრო მეტიც, ადამიანთა გამოხშირვა და სამყაროს გამოთავისუფლებაა ამ ძალების არსი. ძალაუფლება, დაუოკებელი სიხარბე და სიმდიდრე, მსოფლიო გადანაწილებაა მიზანი, რაც მათ ამოძრავებთ და მათი მიზნების აღსრულებაში იკარგება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე.

– საინტერესოა თქვენი აზრი და პროგნოზი, ამ რთულ დროს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი?

– ჩვენ გადავრჩებით, შევძლებთ, ისე გავიაროთ ეს რთული პერიოდი, რომ არ დავზარალდეთ. არ შეგეშინდეთ, ჩვენთან ომი არ იქნება. საქართველო გამორჩეული ბედის ქვეყანაა, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ღმერთი ჩვენ არ გაგვწირავს. ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად უცხოეთში ქართველების მასობრივი გადინება მგონია. მოვა დრო და ეს სერიოზულ პრობლემად გვექცევა. ბუნებაში არ არსებობს ცარიელი ადგილი – სიცარიელე ყოველთვის უნდა შეივსოს, მეშინია, ეს სიცარიელე სხვა ძალებმა არ დაიკავონ, ამიტომაც, განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ ქართველს, ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის შრომობს და იღვწის. წელს, ზაფხულში, მთელი ორი კვირა მომიწია თბილისიდან წასვლა. გადავწყვიტე, ჩემი სამშობლოს მონატრებული კუთხეები მომენახულებინა. ბევრი სიკეთის მიუხედავად, რაც ამ დღეებმა დამიტოვა, გული დამწყდა, რომ რეგიონებში უამრავი გამოკეტილი ჭიშკარი და ჩაბნელებული სახლი ვნახე. ჩვენ უნდა შევჩერდეთ! ასე თუ გავაგრძელეთ, დაიცლება ჩვენი ოჯახები, ჩვენი სოფლები, რომელიც მართლაც უნიკალურია იმ ურთიერთობებით, რაც ჩვენ ტრადიციულად მოგვდგამს. რამდენიმე დღე გავჩერდი აჭარაში, შემდეგ კი ქუთაისსა და ზუგდიდში. დაილოცოს ჩვენი სამშობლო, მისი ლამაზი კუთხეები, მიყვარს ჩვენი ნიჭიერი, მშრომელი ხალხი. აღფრთოვანებული დავრჩი ქუთაისური კოლორიტით, იმერეთს ხომ სხვა პეწი აქვს – სილაღით, გულიანი მასპინძლობით გამორჩეული. ძალიან მიყვარს სამეგრელო. ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ემოციური სიყვარულით, სინათლით, ნიჭიერებით. ზუგდიდში უამრავ ინტელიგენტ, გამორჩეულ ადამიანს შევხვდი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეები არიან. ჩვენ ხომ მართლაც განსაკუთრებული ხალხი ვართ, გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მეზობელი, მოყვარე და მეგობარი. მთელი ახალგაზრდობა, ბავშვობის წლებში ყველა ზაფხული, კახეთში მაქვს გატარებული, რომელიც თითქოს ჩემს მშობლიურ კუთხედაც მიმაჩნია, იმდენი უანგარო სიკეთე და სიყვარული მაქვს წამოღებული ამ კუთხიდან, კეთილი, გულიანი კახელებისგან, მთელი ცხოვრება მეყო საგზლად და კიდევ მეყოფა. ჩვენს დიდ მწერალს, ჭაბუა ამირეჯიბს აქვს ნათქვამი: ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ვფიქრობ, რომ ქვეყნად მარტო ის არის, არადა სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავსო. ეს მართლაც ასეა – დღევანდელ სამყაროში ისე მძლავრობს ბოროტება, ღვარძლი, შური, აგრესია, დაპირისპირება, ეს ჩუმი სიკეთე რომ არ არსებობდეს, მართლაც დაიღუპებოდა ყველაფერი. როდესაც ადამიანები გააცნობიერებენ, რომ სიცოცხლის არსი არის სიკეთე და განცდა, იყო ხიდი სხვა ადამიანისთვის, ჩვენი ცხოვრება სრულიად სხვა კალაპოტში გადავა.

Share.