“უნიჭიერესი,კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო..” – ნახეთ ბრუკლინის ცენტრში ალექსანდრე ზაზარაშვილის კონცერტი გაიმართა (ვიდეო)

0

ამერიკული „ნიჭიერის“ გამარჯვებული ქართველი მომღერლის კონცერტი ბრუკლინის ცენტრში მდებარე საკონცერტო დარბაზ Roulette Intermedium-ში გამართა. Roulette (ე.წ. რულეტკა) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ექსპერიმენტული ცეკვის, ახალი მუსიკის, საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას და ცნობილია იმით, რომ ახალგაზრდა ტალანტებს უთმობს თავის სცენას.
„იმდენად დიდი ემოციების კორიანტელში ვარ, რომ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო!

დიდი სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ხალხის აღიარებით, შევძელით ამ

კონცერტის მაღალი კლასით ჩატარება!

ვარ უიღბლიანესი და დალოცვილი ადამიანი, რომ მყავს ჩემი ახლობლების, მეგობრების და სრულიად უცხო ადამიანების მსგავსი ხალხი, რომლებიც ასე გვერდში მიდგანან!

უღრმესი მადლობა ყველას ვინც დამაფასა და მოვიდა, ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერასა და თანადგომას!“ – დაწერა მომღერალმა ფეისბუქში.

Share.