“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ქაცარავას ოჯახში..” – ნახეთ უმძიმესი ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა

0

დათო ქაცარავას მამა გარდაეცვალა. როგორც დათოს ცოლი, სოფო ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს, მიშა ქაცარავა მოულოდნელად გარდაიცვალა.
“მეგობრებო, შოკი გვაქვს…
დათოს მამა – ყველასთვის უსაყვარლესი მიშა ქაცარავა გარდაიცვალა გასულ ღამეს… არ მჯერა, ამას რომ ვწერ აქ…
იყო მოულოდნელი და ვერ მოვსულვართ აზრზე…
იყო ინსულტი ან თრომბი, სავარაუდოდ პოსტკოვიდის გართულება. უკვე კარგად იყო, მაგრამ მაინც რაღაც მოხდა, წამში…” – წერს სოფო ფეისბუქზე.

მოულოდნელად გარდაცვლილ მამას ძალიან ემოციურ პოსტს უძღვნის დათო.

“ბავშვობაში ხშირად მესიზმრებოდა, როგორ კვდებოდა მამაჩემი…
სიზმარშივე საზარლად ვტიროდი… მერე მეღვიძებოდა და გაგიჟებული ვეძებდი მამაჩემს.
რომ ვპოულობდი ცოცხალს, ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ…
ვიცოდი, რომ ოდესღაც სიზმარი ახდებოდა.
მთელი ცხოვრება ამ საშინელი წუთის მოლოდინში ვიცხოვრე და როდესაც ეს საშინელი წუთი დადგა, შენს გვერდით არ ვიყავი…
ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდმა კაცმა დამტოვა, ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი გამომეცალა.
მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა იმ ბედნიერებისათვის, რაც შენ მაჩუქე, მადლობა რომ ყოველთვის და ყველგან შემიძლია ვთქვა, მიშა ქაცარავას შვილი ვარ…
ძალიან გამიჭირდება უშენობა. დროებით, მამი…”- წერს დათო ქაცარავა.

Share.