ვალერი მელაძის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა.
მომღერალს მამა გარდაეცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონსტანტინე და ვალერი მელაძეების მამა მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა.
აღმოჩნდა, რომ 90 წლის შოთა მელაძის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ დამძიმდა, ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.