ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია რომ სტიქიას სალომე ხეთაგურიც შეეწირა, გავრცელებული ინფორმაციით ის ოჯახის წევრებმა უკვე ამოიცნეს.
შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ადგილზე 150-მდე მაშველი და პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული. ცოტა ხნის წინ მეწყრის ზონიდან მათ 140 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა ჯერ კიდევ არიან ისეთები,
ვისთანაც კავშირი ამ დრომდე არ აღდგენილა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მათი ცხედრები მაშველებმა უკვე იპოვეს.