“ტყუპი გოგოები,ერთი ბიჭი და მამა,დედა კი საზღვარგარეთ წასულია შვილებისთვის,რომ უჭირდათ..” – ნახეთ ადგილობრივი ბაღდათში მეწყერში მოყოლილ ოჯახზე

0

ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე 200-ზე მეტი მაშველი კინოლოგიური ჯგუფისა და ტექნიკის დახმარებით 5 დაკარგულს ეძებს.
პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო
ადგილბრივის ინფორმაციით,

ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვი­ლია მოყოლილი.
„ერთი ოჯახიდან სამი უპოვიათ, ანგელოზი სამი შვილი, ტყუპი გოგოები, ერთი ბიჭი და მამა, დედა წასული შვილებისთვის, რომ უჭირდა, საზღვარგარეთ, რა ექნა.
იქით ორი მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისინიც არ ჩანან“, – ამბობს ადგილობრივი „მთავარ არხთან“
ცნობისათვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.
წყარო:geonewest.com

Share.