“სტუმრად იყო დეიდასთან ტრაგედია როდესაც მოხდა..” – ნახეთ ვინ არის ბოლნისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მოზარდი?

0

ფო­ტო­ზე: ნაილ აბ­დუ­ლა­ე­ვი
გუ­შინ უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბოლ­ნი­სის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ბა­ლა­ხა­ურ­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი მო­ზარ­დი ემსხვერ­პლა. ისი­ნი გზის პი­რას პრო­დუქტს ყი­დუ­ლობ­დნენ, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მათ ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა და სამ­წუ­ხა­როდ, ორი მო­ზარ­დი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ავა­რი­ის შე­დე­გად ასე­ვე და­შავ­და სამი პირი, მათ­გან ერთი მო­ვაჭ­რე ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მე­ლიც მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ორი და­შა­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნა­ში მყო­ფე­ბი არი­ან.
თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ძმე­ბი არი­ან, თუმ­ცა ასე არ არის. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი მარ­ნე­უ­ლის #1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე, 14 წლის ნაილ აბ­დუ­ლა­ე­ვია, რო­მე­ლიც ბოლ­ნის­ში დე­ი­დას­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

“თა­ვი­დან არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ და­ღუ­პუ­ლე­ბი ძმე­ბი არი­ან. ისი­ნი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. ნა­ი­ლი დე­ი­დას­თან იყო ბოლ­ნის­ში სტუმ­რად, როცა ეს ტრა­გე­დია მოხ­და. ნა­ი­ლი ძა­ლი­ან წყნა­რი ბავ­შვი იყო, უკარ­გე­სი, მამა არ ჰყავ­და. დედა ზრდი­და” – გვიყ­ვე­ბი­ან მარ­ნე­უ­ლე­ლე­ბი.

“სსიპ -ქ.მარ­ნე­უ­ლის #1 სა­ჯა­რო სკო­ლა ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს,ჩვე­ნი სკო­ლის მერ­ვე კლა­სის მოს­წავ­ლის ნაილ აბ­დუ­ლა­ე­ვის, ბოლ­ნის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის ოჯახს,მე­გობ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს” – ნათ­ქვა­მია სკო­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მე­ო­რე და­ღუ­პუ­ლი ბოლ­ნი­სის სო­ფელ მუხ­ნა­რას სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. სო­ფელ მუხ­ნა­რას სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ნეს­ტან ონი­ა­ნი “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, როცა ბავ­შვე­ბი პრო­დუქ­ტებს ყი­დუ­ლობ­დნენ.

“ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და. ერთ- ერთი და­ღუ­პუ­ლი ჩემი სკო­ლის მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლია მე­ო­რე მო­ზარ­დი, მისი თა­ნა­ტო­ლი, რო­მე­ლიც მარ­ნე­უ­ლი­დან არის და სტუმ­რად იყო ჩა­მო­სუ­ლი სო­ფელ­ში. ით­ქვა, რომ თით­ქოს ძმე­ბი არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი, მაგ­რამ ეს არ არის სი­მარ­თლე, გა­და­ვა­მოწ­მე ინ­ფორ­მა­ცია და და­ვა­ზუს­ტე, მე­ო­რე და­ღუ­პუ­ლი მარ­ნე­უ­ლი­და­ნაა. არც ის არის სი­მარ­თლე, რომ ისი­ნი იქ ვაჭ­რობ­დნენ, არა, იმ ად­გი­ლას ძი­რი­თა­დად მო­ხუ­ცე­ბი დგა­ნან და ვაჭ­რო­ბენ. პა­ტა­რა ბა­ზა­რი­ვით აქვთ და სოფ­ლის პრო­დუქ­ტებს, ბოსტნე­ულს ყი­დი­ან. ბავ­შვე­ბი იქ პრო­დუქ­ტის სა­ყიდ­ლად იყ­ვნენ მი­სუ­ლე­ბი და ამ დროს მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა” – ამ­ბობს ონი­ა­ნი.

Share.