“სვამდა აბობენ ნარკომანიც იყოო,დედამისმა რამდენჯერმე წამოიყვანა ქმრისგან..” – ნახეთ ქუჩაში მოკლული დედა-შვილის მეზობლები პირველ კომეტარს აკეთებენ

0

რუსთავში 30 წლამდე კაცმა მარიამ სოფრომაძედა სიდედრი ინგა ბეგაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა. გარდაცვლილები 1 წლის ჩვილთან ერთად სკვერში აღმოაჩინეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა. დამნაშავე პოლიციამ ადგილზე დააკავა.
როგორც გარდაცვლილი დედა-შვილის მეზობლები ჰყვებიან, მარიამი მეუღლეს ცოტა ხნის წინ დაშორდა და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად.

„სიძე სვამდა, ამბობენ ნარკომანიც არისო. ინგამ რამდენჯერმე წამოიყვანა მარიამი მისგან. მარიამი პატარა გათხოვდა და ყველაფერში დედა ეხმარებოდა. ინგას 5 შვილი ჰყავდა. მარიამი შუათანა იყო. ზრდასრული შვილების გარდა, ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. ინგასაც ახალგაზრდობაში მოძალადე ქმარი ჰყავდა. თვითონ ძალიან ლამაზი იყო, ულამაზესი შვილები ჰყავდა. შემდეგ გაშორდა ქმარს და მარტო ზრდიდა შვილებს. სად აღარ მუშაობდა, არანაირ სამუშაოზე უარს არ ამბობდა, რომ შვილები ერჩინა. თვითონ პროფესიით პედაგოგი იყო, ხელოვანი ადამიანი. ხატავდა, ქარგავდა… ენერგიით სავსე, სასიამოვნო პიროვნება. ბოლოს სამსახურში საქმე კარგად მისდიოდა და ძალიან ბედნიერი იყო, დავისვენეო“, – ამბობენ გარდაცვლილების მეზობლები.
წყარო: geonewest.com

Share.