რუსთავის ბაზრობაზე შეიარაღებული პირი შეიჭრა და 4 ადამიანი მოკლა. ერთ-ერთი მათგანი, ტაქსის მძღოლი, პაატა მჭედლიძეა.
როგორც „პრაიმტაიმს“ ახლობელი უყვება, მას 4 შვილი დარჩა.
„პაატა მჭედლიძე, ტაქსის მძღოლი იყო. 4 შვილი დარჩა, მეუღლე თვითონ სტამბულის ბაზარში მუშაობდა“,- გვითხრა ახლობელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.
სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.
დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებულები, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.