საგარეჯოში მომხდარ ავტოკატასტროფას 20 წლის გოგონა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა 19 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა.გარდაცვლილი საგაროჯოელი ახალგაზრდა დადუ კერატიშვილია. ის ახალდაქაორწინებული იყო და ბავშვს ელოდებოდა.
ახალგაზარდა ქალი 5 თვის ფეხმძიმე იყო.
დადუ კერატიშვილი 30 დეკემბერს 21 წლის გახდებოდა. დაწყებულია მომხდარის გამოძიება.
„არ მჯერა, რომ დედამ შენზე მითხრა… ჩემო ბავშვობის მეგობარო, შენ ხომ მუცელში ანგელოზი გყავდა, ჩემო ლამაზო… შენ ხომ ბედნიერი იყავი შენი ცხოვრებით და ათბობდი შენს გვერდზე მყოფ ადამიანებს…“ – წერს ახლობელი.