“ჩემი ჭკვიანი ტატო როგორ დავიჯერო რომ აღარხარ დედა როგორ შევეგუოთ უშენობას ტარო 😭😭😭😭😭 – წერს სოციალურ ქსელში თეა დანელია.
იტალიაში, ნეაპოლში 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი ტატო სამუშაო ადგილას იპოვეს გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც ემიგრანტები იუწყებიან ბიჭი მშენებლობაზე მუშაობდა. მისი ოჯახი ზუგდიდში დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში ცხოვრობს. დედა ემიგრაციაშია. ახალგაზრდა იტალიაში
დაახლოებით ორი წელია ცხოვრობდა.