“საცოდავი სასტიკად მოკლა საკუთარმა ქმარმა..” – ნახეთ საზარელი მკვლელობა ბათუმში ახალგაზრდამ ცოლი მოკლა,დეტალები

0

ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე – 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა“, – წერია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბათუმში, ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი ირმა ბერიძეა. არსებული ინფორმაციით, მეუღლემ 37 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„ეს რა ცუდი რამ გავიგეთ, შოკში ვართ ქედელები. ვაი, ირმა, ჩვენო ლამაზო, საყვარელო, თანავუგრძნობ შენს შვილებს, შენს დედას და ძმას, ყველა ახლობელს თანავუგრძნობ. მტერსაც არ ვუსურვებ ამნაირ სიმწარეს… ჩვენს თვალწინ გაიზარდეთ, ეს რატომ უნდა მომხდარიყო, რატომ, გული მომიკვდა, ირმა, არ მჯერა… უფალმა გაანათლოს შენი სული, ჩვენო ირმა“

„თბილო, ლამაზო, კაშკაშა გოგო… როგორ არ მინდა დავიჯერო შენზე, რამხელა სიხარულს დაატარებდი გულით და თურმე, რამხელა დარდსაც… მენანები არ მემეტები“ – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

Share.