უმძიმესი ტრაგედია მოხდა კასპი-იგოეთის გზაზე – ავტოსაგზაო შემთხვევას, ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, 3 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული, გარდაცვლილია კიდევ ერთი, მეოთხე პირი.სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. დაღუპულები არიან: გიორგი წიკლაური,გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი. სამივე მათგანი კლასელები იყვნენ და კასპში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.
“საშინელი ტრაგედია მოხდა, შეძრულია მთელი კასპი. სამივე ძალიან კარგი ადამიანები, კლასელები და მეზობლები იყვნენ ამბობენ, გიო გუშინ ქორწილში მეჯვარე იყო და იქედან მოდიოდნენო. თუმცა, დაზუსტებული არაფერია ჯერ. კიდევ ვრცელდება მეოთხე გარდაცვლილზე ინფორმაცია. ვისაც შეეჯახნენ, იმათ მხარეს დაიღუპა ერთი ახალგაზრდაო” – განუცხადა ambebi.ge-ს გარდცვლილი ბიჭების ახლობელმა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველის ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. რის გამოც საავტომობილი მოძრაობა გარკვეული პერიოდი შეფერხებული იყო.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო:ambavi.club