ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მოტოციკლით ბეტონს დაეჯახა. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.გარდაცვლილი ახალგაზრდა ნიკა ცეცხლაძეა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
წყარო:statiebi.club