ამ წუთებში ინტერნეტში ძალზედ შემაძრწუნებელი ამბავი გავრცელდა, კერძოდ ქორწილის კორტეჟის მანქანა უმძიმეს ავარიაში მოყვა. თქვენი აზრით უნდა გამკაცრდეს მოძრაობის წესები? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში, მანამდე კი ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ უმძიმეს შემთხვევას:
არსებული ინფორმაციით, ქორწილის კორტეჟის მანქანა საპირისპიროდ მიმავალ ავტომობილს დაეჯახა.
ახალქალაქი-არაგვას გზაზე ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულთაგან 3 თბილისის, 3 კი ახალქალაქის კლინიკაში მოათავსეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვისაა“ ცნობილი, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო:ambavi.club