მცხეთასთან ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა – მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო:ambavi.club