“საქართველოში როგორი ამინდის პროგნოზი მოსალოდნელი..” – ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

0

22 დეკემბერს ქუთაისში +16 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +15 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით მზე და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +10, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც გამოიდარებს. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალაქო დღე და +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +11 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

Share.