“სამშობიაროშივე მივხვდი,ნივთებს ხედავდა, უდიდესი ინტერესი ჰქონდა სამყაროს შეცნობის..” – ნახეთ 3 წლის ვუნდერკინდი, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს

0

პა­ტა­რა ვუნ­დერ­კინდს გუ­როს, გუ­რამ მელ­ქა­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. მისი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნი­ჭით ირ­გვლივ ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია. ბავ­შვის ვი­დე­ო­ებს ბი­ჭუ­ნას დედა ლიკა მა­მა­გე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუდ­მი­ვად ტვირ­თავს.3 წლის და 5 თვის გუ­რომ სრულ­ყო­ფი­ლად იცის ქარ­თუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი ან­ბა­ნი, ყვე­ლა ბგე­რას ცნობს, ქარ­თუ­ლად სრულ­ფა­სოვ­ნად კი­თხუ­ლობს და­მარ­ცვლის გა­რე­შე. კი­თხუ­ლობს ინ­გლი­სუ­რა­დაც. არც ისე მცი­რე ცოდ­ნას ფლობს გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, იცის კონ­ტი­ნენ­ტე­ბი, კუნ­ძუ­ლე­ბი, ქვეყ­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, ქვეყ­ნებს თა­ვის დრო­შე­ბით ას­ხვა­ვებს, გლო­ბუ­სი მის­თვის უცხო ნივ­თი სუ­ლაც არ არის, ციფ­რებს 10.000-მდე თა­ვი­სუფ­ლად „ეთა­მა­შე­ბა“, ქუ­ჩა­ში ნე­ბის­მი­ე­რი მან­ქა­ნის ნო­მერს იმახ­სოვ­რებს, ასე­ვე ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს და კი­დევ ბევ­რი რამ იცის. ოღონდ, ამას სპე­ცი­ა­ლუ­რად არა­ვინ ას­წავ­ლის, თვი­თონ ითხოვს, კი­თხვებს სვამს და ყო­ველ კი­თხვა­ზე მი­ღე­ბულ პა­სუხს მა­შინ­ვე იმახ­სოვ­რებს.

ბი­ჭუ­ნა ამ­ჟა­მად მშობ­ლებ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ჩვენ გუ­როს დე­დას ლიკა მა­მა­გე­იშ­ვილს ბერ­ლინ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

– სა­ო­ცა­რი გო­ნე­ბის ბი­ჭუ­ნა გყავთ. ყო­ვე­ლი მისი ახა­ლი ვი­დეო მნახ­ვე­ლებს გვა­ო­ცებს. პირ­ვე­ლად რო­დის შე­ნიშ­ნეთ, რომ სხვე­ბის­გან თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და?

– 6 თვი­სა გა­მი­ცივ­და, სურ­დო ჰქონ­და და მირ­ჩი­ეს ქუ­თა­ის­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­დი­ატ­რი შო­რე­ნა ცხე­ლიშ­ვი­ლი. სა­უ­კე­თე­სო ექი­მი­აო. წა­ვიყ­ვა­ნე. ქალ­ბა­ტონ­მა შო­რე­ნამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­სინ­ჯა, რო­გორც სინ­ჯა­ვენ პე­დი­ატ­რე­ბი, მერე ხელ­ში აი­ტა­ცა, მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა, გი­ლო­ცავთ, ეს ბავ­შვი გე­ნი­ო­სია! ვი­ფიქ­რე, ზრდი­ლო­ბის­თვის მე­უბ­ნე­ბო­და და დიდი მად­ლო­ბა, უფ­რო­სი შვი­ლე­ბიც ნი­ჭი­ე­რე­ბი მყავს-მეთ­ქი. და­ი­მახ­სოვ­რეთ, ჩემი სი­ტყვა, გე­ნი­ო­სია. … ამის მერე გა­მახ­სენ­და, რომ ერ­თა­დერ­თი, რა­საც სამ­შო­ბი­ა­რო­ში­ვე მივ­ხვდი, გურო ნივ­თებს ხე­დავ­და, არა­და, მაგ დროს ასე არ ხდე­ბა ხოლ­მე. ამას მე­რეც, სახ­ლში რომ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ვა­ტყობ­დი. ნივ­თე­ბის და­ნახ­ვა­ზე გარ­კვე­უ­ლი ემო­ცია ჰქონ­და, ასე­თი მარ­თლა იშ­ვი­ა­თია.

ვი­დეო, რო­მელ­საც მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს:

– მა­გა­ლი­თად?

– დე­ტა­ლუ­რად აკ­ვირ­დე­ბო­და ოთახ­ში სა­წო­ლის თავს და სხვა­დას­ხვა ნივ­თებს. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ აქვს ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა. მხედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბა… 4 თვი­სამ პირ­ვე­ლი სი­ტყვა – მამა თქვა.

– 6 თვის მერე რა შე­ნიშ­ნეთ ახა­ლი?

– 9 თვის ასაკ­ში ასა­წყო­ბი პი­რა­მი­და ვუ­ყი­დეთ. წა­მი­ე­რად აა­წყო, მა­შინ როცა 3-5 წლის ბავ­შვებ­საც უჭირთ. ამის მერე მარ­თლა დავ­ფიქ­რდი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი არ არის… წლი­სამ და­ი­წყო სრულ­ფა­სოვ­ნად ლა­პა­რა­კი, წლი­დან­ვე ინ­გლი­სუ­რი ან­ბა­ნი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იცო­და, წლი­სა და ერთი კვი­რი­სამ გა­ი­ა­რა. ლა­პა­რა­კი რომ და­ი­წყო, მისი პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი იყო, – ეს რა არის? ამა თუ იმ ნივთზე გა­ნუ­წყვეტ­ლივ მე­კი­თხე­ბო­და.
წყარო:ttimes.ge

Share.