”არ ვიცი, რა გაუკეთეს მათ ჩემს პატარა გოგონას. მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ძაღლი ჩემს ქალიშვილთან შეხვედრაზე ყოფილიყო და ჩემდა გასაკვირად, IDF დათანხმდა”, – თქვა კაცმა.თითქმის ერთი თვის განმავლობაში ემილი გარდაცვლილად ითვლებოდა, მხოლოდ 5 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გოგონა ცოცხლად გაიტაცეს “ჰამასის” ბოევიკებმა და მძევლად აიყვანეს.
კიბუც ბეერის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისას შეცდომის გამო,
გოგონას მამას, თომასს უთხრეს, რომ ის მოკლეს. ამ ტრაგიკული ამბების შემდეგ კაცი ამბობდა: “კიდევ კარგია, რომ ჩემი ბავშვი ცოცხალი აღარ არის. რა ელოდება მას ტყვეობაში ამ არაადამიანებს შორის? მისი ცხოვრების ყოველი წუთი იქ იქნება სავსე შიშითა და ტკივილით.”
მას შემდეგ, რაც მიიღეს შეტყობინება, რომ ემილი ცოცხალი იყო, მისი ახლობლები აქტიურად შეუერთდნენ ბავშვის გათავისუფლებისთვის ბრძოლას. კერძოდ, მათ დახმარებისთვის მიმართეს ირლანდიის მთავრობას, ვინაიდან ემილი ირლანდიის მოქალაქეა.