უბედური შემთხვევა მოხდა ხელვაჩაურში – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მახოს ხიდთან მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა – გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.
არსებული ინფორმაციით, სულ ავტომობილში 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული
სხვადასხვა კლინიკაში გადის მკურნალობას, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. 2 ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა.
მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა.