ვალია ისაევამ 2005 წელს მსოფლიო აალაპარაკა. გოგონა 11 წლის ასაკში დაორსულდა და დედა გახდა. ბავშვის მამა ეროვნებით ტაჯიკი ჰაბიბ პატახონოვია, რომელსაც ვალია ცოლად გაჰყვა და კიდევ 3 შვილი გააჩინა. დღეს ის მრავალშვილიანი დედაა, თუმცა წყვილი განქორწინების ზღვარზეა, ვალია კი მეორედ დაქორწინებას აპირებს. სექტემბერში ვალია 28 წლის გახდა და სახელიც შეიცვალა. ახლა ის მუსლიმა ისაევაა. ჰაბიბმა ის ჯერ კიდევ ზაფხულში მიატოვა, უკრაინაში გაემგზავრა, ოჯახს კი ფულით დახმარებას დაჰპირდა. სამწუხაროდ, გოგონამ დახმარება ვერ მიიღო. პირიქით, მას თავად მოუწია ქმრის 600 ათასიანი სესხის გადახდა.
„დატოვა საბანკო ბარათი, ორი კვირის შემდეგ კი დამირეკა და მითხრა: ეგ ბარათი
განზრახ დავბლოკე, რომ სამსახურში გახვიდე.
ჩემი ფულით ვერ იცხოვრებო. ამიტომ განქორწინება გადავწყვიტე”, – ამბობს მუსლიმა.
შეგახსენებთ, რომ სკოლის მოსწავლე მომავალ ქმარს საკუთარ სახლში შეხვდა. 19 წლის ხაბიბმა ოთახი იქირავა ვალიას ბებიისგან.
თანდათან ახალგაზრდების ურთიერთობა ინტიმურ კავშირში გადაიზარდა და სკანდალიც მოხდა: 11 წლის სკოლის მოსწავლე დაორსულდა. მთელი ქვეყანა განიხილავდა ამ ამბავს. ვალიამ დაიცვა თავისი შეყვარებული და საცხოვრებლადაც მასთან გადავიდა. პატარა ამინა, რომელიც ამ კავშირის შედეგად გაჩნდა, ახლა 17 წლისაა.
წყვილმა ქორწილი ბავშვის დაბადების შემდეგ გადაიხადა. მეორე შვილი, ამირი, რვა წლის შემდეგ გაჩნდა, ბიჭი უკვე სკოლაშიც დადის. მესამე შვილი, დამირი, საბავშვო ბაღის აღსაზრდელია. მეოთხე, იუსუფი კი ჯერ მხოლოდ 2 წლისაა.
ვალიას და ხაბიბის ოჯახური ცხოვრება მშვიდი არ ყოფილა. წყვილი ხშირად ჩხუბობდა, თუმცა საქმე განქორწინებამდე არასოდეს მისულა. ამინამ მე-9 კლასის შემდეგ მიატოვა სწავლა და დღემდე ეხმარება დედას ძმების მოვლაში, რათა ქალმა მუშაობა და დამატებითი ფულის გამომუშავება შეძლოს. ქმარმა კი ოჯახი სულ დაივიწყა.
„მე და ხაბიბი ერთად რომც არ ვცხოვრობდეთ, კანონით ვალდებულია ბავშვებისთვის ალიმენტი გადაიხადოს, მაგრამ ის არაფერს იხდის. არცერთი სამუშაოსი არ მცხვენია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შვილებს არაფერი მოაკლდეთ. გასაუბრებებზე დავდივარ, სამსახურს ვეძებ. მომავალზე წინასწარ ლაპარაკი ძნელია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ერთად დავრჩებით. ვიმედოვნებ, რომ მისთვისაც ეს ურთიერთობა სერიოზულია“.- ამბობს ვალია ისაევამ.
ახლა კი მის ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა. ამბობს, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდა. მომავალი ქმარი მას ფინანსურადაც ეხმარება და მის შვილებსაც უვლის. ქორწილის შესახებ კითხვას პასუხობს, რომ ჯერ უნდა განქორწინდეს. „ის მხარს მიჭერს და მიმღებს ისეთი, როგორიც ვარ”, – დაასკვნა მან.
წყარო:dainteresdi.club