“როგორ მინდოდა ჩემო დემე..” – ნახეთ გელა დაიაურის შულისშემძვრელი წერილი შვილს

0

წლები გავიდა მას მერე, რაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა ორი ხელოვანი, შემოქმედი და პატრიოტი ადამიანის ოჯახში – გელა დაიაურისა და თეონა ქუმსიაშვილის. უბედურ შემთხვევას დაიაურის საყვარელი ცოლი და მისი ორი ვაჟი ემსხვერპლნენ… გუშინ მისი უფროსი ვაჟი 6 წლის გახდებოდა. მამამ პატარა წერილი მისწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“დემე, დემეტრე, ჩემო ბოკვერო, ჩემო ვერ გაუხარებელო, მიწაუღირსებელო შვილო. შენ იყავი ჩემი პირველი ბედნიერება, სიხარული, იმედი. შენ დამიძახე პირველად: მამიკო! როგორ მინდოდა,

მამულისთვის გამეზარდე, როგორ მინდოდა, ღირსეული შვილი ყოფილიყავი ჩვენი გადაგარჩინეთ. მაპატიე, მამიკო. ერთად იქნებით დედა, შენ და ჯარჯი. აქედან გილოცავ სულგამწარებული და ტკივილიანი…
დედა არ გააბრაზოთ მიყვარხართ და გეფერებით ოცნებებში და სიზმარში”.

თეოს: “თეო, დავდივარ და ვეძებ იმას, რაც დავკარგე. ვეძებ ყველგან, ყველაში და ყველაფერში. ვეძებ იმედს, რწმენას, სასოებას, სიყვარულს, ბენიერებას. ვეძებ, მაგრამ ვაი, რომ ვერ ვპოულობ. განა უცხოს და არარსებულს ვეძებ? არა, შენ გეძებ და ვეღარ გპოულობ. არა და როგორ მჭირდები და როგორ მაკლიხარ. ვეღარაფერს გეუბნები, სულ გესაუბრები”.

Share.