“პრეზიდენტი მოვიდა სამძიმარზე მოვიდა შოვის დღეების შემდეგ,იჯდა ჭირისუფალთან ერთად, დიდხანს დარჩა..”

0

წნორში არსებული „ცოდნის კაფის“ თანადამფუძნებლი, ქეთი მოლაშვილი მმარ­თვე­ლი პარტიის მხრიდან პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის მზადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, ან რა სალაპარაკოა ადამიანი სიკეთეს რომ აკეთებს, მაგრამ:
შოვის დღეების შემდეგ,
სოფი და გიო რომ ჩამოასვენეს და სახლში დაასვენეს,
პრეზიდენტი მოვიდა სამძიმარზე.
არავის სჯეროდა ასე უბრალოდ, ფოტოების და კამერების გარეშე რომ მოვიდა ქალბატონი პრეზიდენტი.
ოფიციალურად არა, ასე თავისთვის,
თავის თავთან სიმართლისთვის მოვიდა,

სამოქალაქო ვალი მოიხადა.

იჯდა სალომე ჭირისუფალთან ერთად,

დიდხანს დარჩა.

თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავდა,

მაგრამ ასეთი წუხილის დროს,

იმავე ოთახში იყოს ქვეყნის პრეზიდენტი,

რომელიც შენს წუხილებს იზიარებს,

შენს შვილებს აფასებს

და შენ გამხნევებს,

ხელის ჩამოსართმევად კი არა,

მართლაც წუხილის გასაზიარებლად მოდის,

დიდი ნუგეშია.

რომ წავიდა, “ცოდნის კაფეზე”, პირადი ფბ პროფილიდან მოგვწერა, მოგვისამძიმრა და ამ ახალგაზრდების სახელზე, ჩემი წვლილი მინდა შევიტანოო_გვითხრა.

პრეზიდენტს პირადად არ ვიცნობ,

არც ჩვენი ორგანიზაცია იცნობს,

არც რაიმე ტიპის თანამშრომლობითი ურთიერთობა გვქონია,

უბრალოდ პრეზიდენტმა გაიგო, რომ “ცოდნის კაფეს” გუნდმა,

უძვირფასესი წევრები დაკარგა და მზადაა ამ ახალგაზრდების სახელზე, კარგი საქმეების კეთებაში ჩაერთოს.

ჰოდა ახლა ვწერ იმიტომ,

რომ ერთის მხრივ

არის

ქალბატონი პრეზიდენტი,

რომელმაც შოვის დღეებში

უდიდესი ადამიანობა აჩვენა,

მზადაა ევროპასთან დასაახლოვებლად

და მეორეს მხრივ არის კობახიძე,

რომელმაც 26 მაისს,

ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს,

სულში ჩაგვაფურთხა ქართველებს,

მეო ქვეყნის დამოუკიდებლობის

დღეს არ აღვნიშნავო

და ტრუსიკიანი ბასეინზე გაიშოტა,

ჰოდა ახლა ეს უსირცხვილო,

უსამშობლო კობახიძე,

პრეზიდენტს უპირებს იმპიჩმენტს,

როგორ გაბედა ევროპაში წასვლაო!”, – წერს ქეთი მოლაშვილი.

Share.