“უდიდესი საოცრება,ოპერაცია არ გახდა საჭირო..” – ნახეთ სასწაული, რომელიც მომლოცველს “დედოფალმა” მოუვლინა

0

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“, რომელსაც ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს – რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა, ათონის მთაზე ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აბსოლუტური ანალოგია;
“დედოფალთან” შეხვედრისას მომლოცველები ხვდებიან, რომ იქ ხდება რაღაც ისეთი, რაც აქამდე არც გამოუცდია ბევრს, ისინი ფიზიკურად გრძნობენ მადლს.
ხატის მცველები მომლოცველებს საშუალებას აძლევენ ხატი მოილოცონ, ოღონდ კონკრეტულად დათქმულ დღესა და დროს.
14 ივლისს სასწაულმოქმედი დედოფლის ხატი მოილოცეს მსურველებმა. აი, რას აქვეყნებს ხატის მცველების ფეისბუქგვერდი.
ამ წამს მოწერილია და როგორ არ გაგვეხარებინეთ თქვენც?!

“გამარჯობა. მეც მინდა გიამბოთ ჩემი პირადი სასწაულის შესახებ. 14 ივლისს მოვილოცე დედოფალი. მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა (კვანძი), რომელიც საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას. ღვთისმშობლის ხატს დავადე ჩემი “პასუხები.” ასევე რამდენიმეჯერ წავიკითხე დაუჯდომელი და ეს კვირა სულ ვკითხულობ და… ჰოი, საოცრებავ! ჩემი ბიოფსიის პასუხიდან გამომდინარე, ოპერაცია არ გახდა საჭირო; ექიმმა, კონტროლის მიზნით ვიზიტზე, 3 თვეში დამიბარა.

მადლობა დედა ღვთისას ამ უდიდესი სასწაულისთვის; მადლობა თქვენ, ასეთი მადლიანი საქმისთვის უფალმა გაგახაროთ.”

Share.