საგარეჯოში ავარია 19 დეკემბერს მოხდა და მასში 20 წლის ორსული გოგონა ემსხვერპლა. ავარიისას ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
დაღუპული საგარეჯოელი გოგონაა დადუ კერატიშვილი აღმოჩნდა. ის ახალდაქორწინებული იყო და 5 თვის ფეხმძიმე იყო. დადუ კერატიშვილი 30 დეკემბერს 21 წლის გახდებოდა.
გოგონას მეუღლე, ლევან მეკოკიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “წახვედი ჩემო ანგელოზო დღეს სამუდამოდ და
დამტოვე მარტო ჯერ. არ ვიცი როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე. ყველაზე სტრესული და დამღლელი დღის მერე, შენ იყავი ჩემი წამალი ყველაფრის. შენი მზრუნველობით და პოზიტივით მჯერა, შენც და ჩვენი პატარაც უკეთეს ადგილას იქნებით. ვიცი როგორ ვერ ძლებდი ვერასდროს უჩემოდ და როგორ გიყვარდი. სამუდამოდ ცოცხალი ხარ ჩემს გულში და ისიც ვიცი, არასდროს არ მომცილდები გვერდიდან. მომენატრები, შეხვედრამდე ჩემო პრინცესა.”