“მოუბოდიშა დავით ჯელაძეს ირაკლი კობახიძემ და ისე რამ თქვა არ დაიჯერებთ..” – ნახეთ კობახიძის ბოდიში

0

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე რა­ჭა­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც მან ჟრნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის შეხ­ვდა მე­წყრის ზო­ნა­ში მო­ყო­ლილ და­ვით ჯე­ლა­ძეს და გა­ე­სუბ­რა მას. კო­ბა­ხი­ძის თქმით, ის ნა­ნო­ობს, რომ და­ვით ჯე­ლა­ძეს “გული ატ­კი­ნა”.“მე მქონ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი და­ვით ჯე­ლა­ძეს­თან, ასე­ვე შევ­ხვდი მას. პირ­ვე­ლი რაც მინ­და გი­თხრათ, ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ, დათო გუ­ლი­ა­ნი, ვაჟ­კა­ცი, რაჭ­ვე­ლი კა­ცია. მან დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც გა­დახ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ის­ტო­რი­აა, რე­ა­ლუ­რად მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ მისი დის­შვი­ლი უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ეყ­ვა­ნა. თა­ვის თავს აჯო­ბა ისე­თი გზა გა­ი­ა­რა.

მე მინ­და გან­ვმარ­ტო რაზე იყო სა­უ­ბა­რი, იყო ბრი­ფინ­გი სა­დაც ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მაჩ­ვე­ნა ფოტო, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ვნა­ხე, იცით რომ ხში­რად ყალ­ბი ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა და არც ვი­ცო­დი ვის მიერ იყო და­დე­ბუ­ლი და რა იყო ასა­ხუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი­თხვა დავ­სვი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლეს ეს ფოტო და მო­ცე­მუ­ლო­ბა. ამის შემ­დეგ გა­ვერ­კვიე ყვე­ლა­ფერ­ში.

სი­ნა­ნუ­ლი მინ­და გა­მოვ­ხა­ტო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ დათო ჯე­ლა­ძეს გული ვატ­კი­ნე, რაც მან თქვა. ეს არის და­სა­ნა­ნი.”

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ორი დღის წინ, ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ “პრაქ­ტი­კუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია” იმ გზის გავ­ლა მე­წყე­რის დროს, რაც შოვ­ში, სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში მო­ყო­ლილ­მა და­ვით ჯე­ლა­ძემ დის­შვილ­თან, პა­ტა­რა მა­შოს­თან ერ­თად გა­ი­ა­რა

Share.