მომღერალი ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში მზოვრეთში მყოფ ერთ-ერთ ბერ იოანეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:”მოძღვარი, რომელიც ყველგან გხედავს და ყველაფერს ხედავს. სკოლის დროს ჩადენილ ცოდვასაც გაგახსენებს დეტალურად რომელიც საერთოდ არ გახსოვს, რა თქმა უნდა დაბრკოლების გარეშე, რაიმეზე თუ ფიქრობ მოვა და ზუსტად იმაზე დაგიწყებს ლაპარაკს რაზეც ფიქრობ. ეს ჯაჭვები აქ მთელ ტანზე შემოხვეული 20 წელია,
ეს ანგელოზი მონასტერში მუშაობის დროს დააფიქსირა ფოტოაპარატმა. “მზოვრეთი”, 17 ბერი 17 ვე სქემაში. ასე რომ… ძალიან ძლიერი ბერები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში რომლებიც ერიდებიან ერში გამოჩენას და არიან გაძლიერებულ ლოცვაში”, – წერს მომღერალი.