“მოკლა ჩემი ძმა ბავშობის მეგობარი..” – ნახეთ შემზარავი მკვლელობა ხელვაჩაურში

0

ხელვაჩაურში შემზარავი მკვლელობა მოხდა. მოკლული მოლდოვის მოქალაქე ალექსეი დარიევია. ის მეგობართან ერთად ბათუმში მშენებლობაზე მუშაობდა.
“კურიერმა”, სოფელ განთიადში მკვლელობიდან რამდენიმე საათში გადაღებული კადრები ექსკლუზიურად მოიპოვა.
კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის ორი ადგილობრივი მცხოვრები დანაშაულის ადგილზე, სადაც მათ ტახტზე, საბანში გადახვეული ცხედარი ხვდებათ. პოლიცია სწორედ მეზობლებმა გამოიძახეს.
ირკვევა, რო სწორედ სამშენებლო სამუშაოების დროს წარმოქმნილი კონფლიქტი გახდა მკვლელობის მოტივი.

36 წლის სერგეი სკაუნმა მეგობარს ბლაგვი საგნით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, გვამი საბანში გაახვია და შემთხვევის ადგილი დატოვა.

საქმის მასალებში დევს ვიდეოთვალის ჩანაწერებიც, რომელიც მკვლელობის შემდეგ დამნაშავის მარშუტს ასახავს. კადრებში ჩანს, რომ სერგეი სკაუნი ბათუმის ქუჩებში ზურგჩანთით გადაადგილდება. ის სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. კურიერმა გამოძიებისთვის მიცემული მისი ჩვენებაც მოიპოვა.

“კურიერი“ დღეს მოკლულის ძმასაც ესაუბრა. ანატოლი დარიევის ინფორმაციით, მისი ძმა ბავშვობის მეგობარმა მძინარე მოკლა.

ნაფიცმა მსაჯულებმა 37 წლის სერგეი სკაუნი განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ მას 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

წყარო:ssnews.com.ge

Share.