“მე და სოსომ ტირილი დავიწყეთ ეს რომ ვნახეთ..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რა ინფორმაცია ვრცელდება სოსო ჯაჭვლიანზე

0

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის. Ambebi.ge ბა­ტონ სო­სოს მე­უღ­ლეს, ირმა ჯაჭვლი­ანს თურ­ქეთ­ში და­უ­კავ­შირ­და და მას­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა. რო­გო­რია ბა­ტო­ნი სო­სოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორ და­ეხ­მა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მე­გობ­რე­ბი და ოპო­ნენ­ტე­ბიც კი ფი­ნან­სუ­რად, მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ამ მძი­მე თე­მებ­ზე ემო­ცი­ის გა­რე­შე ესა­უბ­რა…

– ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, რო­გო­რია ახლა ბა­ტო­ნი სო­სოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორ მი­დის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი?

– მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ვართ. რა და­ა­ვა­დე­ბა­საც ებ­რძვის სოსო, კი იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ასე ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, უკე­თე­სო­ბის იმე­დი გვაქვს.

– თურ­ქეთ­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორ მი­ი­ღეთ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი თბი­ლის­ში, სახ­ლში იყო ბა­ტო­ნო სოსო…

– ბევ­რი კარ­გი კლი­ნი­კაა, ავ­სტრი­ა­შიც, გერ­მა­ნი­ა­შიც, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი იაფი არ ჯდე­ბა. ჩვენ უკვე დიდი ხა­ნია ამ და­ა­ვა­დე­ბას ვებ­რძვით და ყვე­ლა­ფე­რი ხარ­ჯე­ბია, ავად­მყოფს ბევ­რი რამე სჭირ­დე­ბა. ოჯახს აღარ გვქონ­და რე­სურ­სი, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გაგ­ვეყ­ვა­ნა.

– ახლა ვინ გეხ­მა­რე­ბათ ფი­ნან­სუ­რად?

– სოსო გვერ­დში და­უდ­გნენ მე­გობ­რე­ბი, ძა­ლი­ან მინ­და ყვე­ლას მად­ლო­ბა ვუ­თხრა. ასეთ დროს დაბ­ნე­უ­ლი ხარ, ვის მი­მარ­თო არ იცი. ვერც მი­მარ­თავ ვე­რა­ვის, ყვე­ლას თა­ვი­სი პრობ­ლე­მა და ოჯა­ხი აქვს, ასე­თი იოლი არ არის, ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვო. მე სო­სოს მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი. ბოლო დროს ტიკ ტოკ­ზე გავ­რცელ­და პა­ტა­რა ვი­დეო, და­ვით გი­ორ­გო­ბი­ა­ნია ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ჩა­წე­რა ვი­დეო და სო­სოს ან­გა­რი­შის ნო­მე­რი მი­უ­თი­თა, ხალ­ხს სთხო­ვა, თითო ლა­რით და­ეხ­მა­რე­თო. ორი დღე ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რომ მე­ტი­რე­ბო­და, ერთ ლარ­საც კი რო­გო­რი დატ­ვირ­თვა აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ ხვდე­ბით, არ იშო­ვე­ბა ასე იო­ლად ფული. არ არის მარ­ტი­ვი, რომ ვი­ღა­ცამ ფული გად­მო­გი­რი­ცხოს. იმ­ხე­ლა დახ­მა­რე­ბა აღ­მოგ­ვი­ჩი­ნა ხალ­ხმა, შე­იძ­ლე­ბა ეს დიდი თან­ხა არ იყოს, მაგ­რამ მარ­ტო ამა­ზე ხომ არ არის, მო­რა­ლუ­რი მხარ­ში დგო­მა უფრო ფა­სე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩვენ­თვის. არ ვიცი, სა­ი­დან არ გვი­რე­კა­ვენ, ავ­სტრი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, ძა­ლი­ან დიდ სიყ­ვა­რულს იჩე­ნენ. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ნე­ბის­მი­ერ თან­ხა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ყვე­ლას მად­ლო­ბა, სა­მე­გობ­რო­ზე უკვე სი­ტყვე­ბი აღარ მყოფ­ნის. არ მინ­და ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ვა­კე­თო, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც გა­მომ­რჩეს და არ იქ­ნე­ბა ეს სწო­რი.

– ბა­ტონ სო­სოს არა­ერ­თი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს ქვეყ­ნის წი­ნა­შე და სა­ხელ­მწი­ფო რამ­დე­ნად გიდ­გათ მხარ­ში?

– ყვე­ლა გვიდ­გას გვერ­დით, ვერ ვი­ტყვი, რომ ვინ­მემ ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი გულ­თან არ მი­ი­ტა­ნა. გუ­შინ ვსა­უბ­რობ­დით მე და სოსო ამა­ზე, რომ ისეთ­მა ხალ­ხმა ჩა­უ­რი­ცხა ან­გა­რიშ­ზე თან­ხა, რომ­ლებ­თა­ნაც პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის დროს ჰქონ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, საკ­მა­ოდ მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა. არ მინ­და, პარ­ტი­ე­ბად გა­მოვ­ყო, მაგ­რამ რომ ვნა­ხეთ ან­გა­რიშ­ზე მო­სუ­ლი ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის­გან ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხა, შვი­ლიშ­ვილს გე­ფი­ცე­ბით, მე და სოსო ორი­ვე ვტი­რო­დით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა კა­ცო­ბაა, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს, თო­რემ ვინ აძა­ლებ­დათ, ჩა­რი­ცხავ­და თუ არა, ვინ გა­ი­გებ­და. გე­ფი­ცე­ბით ჩემს შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს, ცრემ­ლე­ბამ­დე შემძრა ამ ამ­ბავ­მა.

მე­გობ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და გვერ­დში მდგო­მე­ბი იყ­ვნენ, მათი გა­ღე­ბუ­ლი თან­ხა, ესეც ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია, მაგ­რამ თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, „შენი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი“ მხა­რი­დან რომ ადა­მი­ა­ნი გა­გიწ­ვდის ხელს, ეს ძა­ლი­ან მა­გა­რი ამ­ბა­ვია. სოსო მე­უბ­ნე­ბო­და გუ­შინ, მარ­ტო ამი­ტომ ღირ­და, რომ და­ვი­ნა­ხე, რომ რა­ღაც არი­სო…

– თუ მოგ­ვცემთ უფ­ლე­ბას, რომ ან­გა­რი­შის ნო­მე­რი ჩვენც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნოთ?

– არ მინ­და მე­ტის­მე­ტი, იმ ადა­მი­ან­მა რომ ტიკ ტოკ­ზე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მოხ­და. ვი­ღა­ცის­გან გა­ი­გო ეს ამ­ბა­ვი და არა­ვის­თვის არ გვი­თხო­ვია. შეგ­ნე­ბუ­ლად რომ დავ­დო ან­გა­რი­შის ნო­მე­რი, გა­მო­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ძა­ლა­დო­ბა და ნამ­დვი­ლად არ მინ­და. ეს რაც გა­კეთ­და, ჩვენ­თვის იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია, რომ ამის გა­უბ­რა­ლო­ე­ბა აღარ მინ­და. ეს გა­კეთ­და გუ­ლით და შემ­დეგ უკვე და­ძა­ლე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ ყველ­გან ან­გა­რი­შის ნო­მე­რი იყოს, არ მინ­და, ზედ­მე­ტი გა­მო­ვა. ყვე­ლას მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, პარ­ტი­უ­ლად არ მინ­და ვინ­მე გა­მოვ­ყო. ეს იყო სას­წა­უ­ლი, სას­წა­უ­ლი რა­ღაც მოხ­და, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა.

ემიგ­რან­ტმა ქა­ლებ­მა იტა­ლი­ი­დან, რომ­ლე­ბიც მო­ხუ­ცებს უვ­ლი­ან და რამ­ხე­ლა მძი­მე შრო­მა­ში არი­ან, მა­თაც ჩაგ­ვი­რი­ცხეს ფული, რა უნდა იყოს ამა­ზე ძვირ­ფა­სი, ჩვენ მათ­თვის ვინ ვართ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო ხალ­ხი ვართ. მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის.

– ბოლო დროს გულ­გა­ტე­ხი­ლი იყო ეთერ­ში ბა­ტო­ნი სოსო, ახლა რო­გო­რი შე­მარ­თე­ბით არის?

– ეს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რის შემ­დე­გაც ადა­მი­ან­ში ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის გა­და­ფა­სე­ბა ხდე­ბა. რა­საც აქამ­დე პრობ­ლე­მად აღიქ­ვამ, ამ და­ა­ვა­დე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით აღიქ­ვამ. სო­სოს შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და, უკვე აღარ აქვს ისე­თი სიმ­ძაფ­რე სხვა რა­ღა­ცებს. ამი­ტომ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და გუ­ლის ტკე­ნა­ზე უკვე აღარ არის სა­უ­ბა­რი. ახლა უკვე სხვა თე­მე­ბია და მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ხე­დავ რომ ასე­თი დიდი მხარ­და­ჭე­რა მო­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან.

რო­დე­საც თურ­ქეთ­ში გავფრინ­დით, პირ­ვე­ლი შოკი აე­რო­პორ­ტში გვქონ­და, პატ­რუ­ლის ეკი­პაჟ­მა სოსო რომ იცნო, რამ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ხა­ტეს. არ შეგ­ვა­წუ­ხეს, ისე გაგ­ვიყ­ვა­ნეს გა­სას­ვლელ პუნ­ქტამ­დე, სიყ­ვა­რუ­ლით, პა­ტი­ვის­ცე­მით და უაღ­რე­სი თა­ნად­გო­მით. სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში, ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ვინც კი სად­მე მიფ­რი­ნავ­და, ყვე­ლა მო­დი­ო­და და დიდ სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ­და. დღე­ის­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ჩვენ­თვის.

– სპორ­ტსმე­ნი, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით, აწუ­ხებ­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი?

– არა­სო­დეს და ჩვენც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით პირ­ველ დღეს, რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზი გა­ვი­გეთ. ისე გახ­და სოსო 62 წლის, რომ არა­სო­დეს არ ჰქო­ნია არა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბა, ერ­თა­დერ­თი სპორ­ტსმე­ნებს რაც ახა­სი­ა­თებს, მე­ნის­კე­ბი, მყე­სის და­ჭიმ­ვა. სი­ცხე და გრი­პიც კი არ ჰქო­ნია, ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. სი­გა­რე­ტი არა­სო­დეს მო­უ­წე­ვია და ღვი­ნოს თა­ვად წუ­რავს და თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და ახალ წელს თუ და­ლევ­და. ესეც ძა­ლი­ან შოკი აღ­მოჩ­ნდა ჩვენ­თვის. რო­გორც ჩანს, ეს და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერს და­ე­მარ­თოს.

წყარო: dainteresdi.club

Share.