“მარიამობა დღეს საკითხავი..” – ნახეთ ინფორმაცია მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით

0

მარიამობისთვის წასაკითხი….
28 აგვისტოს მარიამობაა, ყველა ქვეყანა განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ღვთის დედას, მაგრამ ჩვენ მაინც გვგონია რომ ყველაზე მეტად ის საქართველოში გვიყვარს.
ზოგმა შეიძლება იფიქროს, თუ ეს დღეს არის ღვთისმშობლის მიცვალების დღე, მაშ რატომ არის ის სასიხარულო?
დიახ, დღეს ღვთისმშობელი განშორდა მოციქულებს, მან მიიძინა, მაგრამ ის მიუახლოვდა იმ წიაღს,

საიდანაც თითოეული ჩვენგანის გულს შეეხო… დღეს არა განშორების, არამედ შეხვედრის დღეა…
შეხვედრის, რომელიც დღეის შემდეგ თითოეული ჩვენგანის მეოხებისა და შუამდგომლობისათვის შედგა…
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულები ტოვებდნენ ორ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ ერთზე ბრძანდებოდა მაცხოვარი და მეორეზე ღვთისმშობელი დედა.

Share.