ფილმ “გაღმა ნაპირის” მსახიობი თედო ბექაური “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს.
თედომ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“მეგობრებო, ჩემო გულიანო მეგობრებო,❤️ ბოდიშს გიხდით ყველას, იმის გამო, რომ პასუხს ვერ გიბრუნებთ პირადში.
უზომოდ ბევრი შეტყობინება მოდის, რასაც ფიზიკურად, ვერც ვკითხულობ და
ვერც ვპასუხობ. ძალიან გთხოვთ არ მიწყინოთ❤️
ამასთანავე გეტყვით, რომ ძალიან რთული 2 თვე მაქვს წინ და ძალიან მეხმარება და დამეხმარება თქვენი თანადგომა.🤘 ძალიან დიდი მადლობა, უკლებლივ ყველას, ას მაგად გადამეხადოს ეს თქვენი გვერდში დგომა. მიყვარხართ ყველა❤️✨️
მაქსიმალირად ვეცდები, გავამართლო თქვენი მოლოდინები🤘❤️”