შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ადგილზე 150-მდე მაშველი და პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული. ცოტა ხნის წინ მეწყრის ზონიდან მათ 140 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვისთანაც კავშირი ამ დრომდე არ აღდგენილა.
მეგი გუტაშვილი, მისი ძმა, გიგი გუტაშვილი და მათი სხვა ნათესავები. ამის შესახებ დაკარგული მოქალაქეების ახლობელმა განგვიცხადა.
“მათ იქ კოტეჯები ჰქონდათ, როგორც ვიცი, ახლა ეს კოტეჯები განადგურებულია. კავშირი არ არის, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მეგის და მარიტა გუტაშვილი და მისი დედ-მამა” – გვეუბნება დაკარგული მოქალაქეების ახლობელი.
კოტეჯებში სადაც ისინი იყვნენ სრულებით განადგურებულია, აღარ არსებობს. პატარა ბავშვებს ვერ ვპოულობთ. გთხოვთ გააზიარეთ იქნებ ცოცხლები არიან, იქნებ დახმარება სჭირდებათ.