“კაცი როცა 11 წლის გოგონას აუპატიურებდა,დედა ამ დროს ტელევიზორს ხმას უწევდა..” – ნახეთ რა თქვეს პროცესზე დაზარალებულმა გოგონამ და მისმა ძმამ?

0

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი. მა­მი­ნაც­ვალს 11 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბავ­შვის დედა პი­რა­დად ეხ­მა­რე­ბო­და. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც მე­ზო­ბელ­მა პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა, რად­გან სახ­ლი­დან ყვი­რი­ლის ხმა ის­მო­და.ბრალ­დე­ბულ 50 წლამდე ქალს სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ძა­ლა­დე მა­მი­ნაც­ვალს, მას 19-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­უ­ფარ­დეს, თუმ­ცა პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბულ კაცს მალე ბრალს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­უმ­ძი­მე­ბენ, ამ­ჯე­რად, ტრე­ფი­კინ­გის მუხ­ლით.„პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი და და-ძმის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი თა­მუ­ნა გა­ბო­ძე „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ უყ­ვე­ბა, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გო­გო­ნამ და მის­მა ძმამ ბრალ­დე­ბუ­ლი კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს 2023 წლის მა­ის­ში მის­ცეს.
ად­ვო­კა­ტი იხ­სე­ნებს, რომ იმ დღეს სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში არა­ვინ დარ­ჩე­ნი­ლა გულ­გრი­ლი იმ ამ­ბის მი­მართ, რაც იქ მო­ის­მი­ნეს:

„ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემს პრაქ­ტი­კა­ში. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი, მო­სა­მარ­თლე, მდი­ვა­ნი, პრო­კუ­რო­რი… არა­ვინ იყო ემო­ცი­ე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი. ბავ­შვე­ბის მო­ნა­თხრო­ბი უმ­ძი­მე­სი მო­სას­მე­ნი იყო ყვე­ლას­თვის – რო­გორ აუ­პა­ტი­უ­რებ­და ბავ­შვს კაცი და რო­გორ უწევ­და დედა ტე­ლე­ვი­ზორს ხმას ამ დროს. ან რო­გორ შეჰ­ყავ­და მო­ძა­ლა­დეს აბა­ზა­ნა­ში ბავ­შვი და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მას დედა აძ­ლევ­და“, – ამ­ბობს გა­ბო­ძე.

მოძალადე კაცი 2019 წლის დასაწყისში გადავიდა მათთან საცხოვრებლად:

„სანამ საბოლოოდ გადავიდოდა მათთან, ეს კაცი ოჯახში სტუმრად რჩებოდა. 8 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობა მან სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. სექსუალური ძალადობის შემსწრე იყო გოგოს 7 წლის ძმაც. საქმის მასალები აჩვენებს და ბავშვებიც ამბობენ, რომ და-ძმამ დედას მალევე უთხრეს, რომ კაცი ძალადობდა გოგოზე, თუმცა, დედამ ბავშვებს არ დაუჯერა“.

როგორც თამუნა გაბოძე საქმის მასალებსა და ბავშვების მონათხრობზე დაყრდნობით ჰყვება, მას შემდეგ, რაც კაცი მათთან საცხოვრებლად გადავიდა, სექსუალურმა ძალადობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო და სამ წელს გაგრძელდა. მოგვიანებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი გაუპატიურების მსხვერპლი იყო.

რამდენიმეთვიანი მოკვლევის შემდეგ, 25 იანვარს, 50 წლამდე ქალი სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავა გამოძიებამ.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალმა გაიგო, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბავშვი ნამდვილად იყო გაუპატიურების მსხვერპლი, ამბობდა, რომ არ იცოდა, ვინ გააუპატიურა ბავშვი და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ დანაშაული მის პარტნიორს არ ჩაუდენია“.

გოგო, რომელსაც 35 წლამდე კაცი სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა, ახლა 12 წლისაა. მისი ძმა 11-ის. ბავშვები მინდობით აღმზრდელის ოჯახში ცხოვრობენ. ინფორმაცია დედის დაკავების შესახებ მათ 26 იანვარს შეიტყვეს:

„მათთვის არ იყო ადვილი ამის მოსმენა, მაგრამ ბავშვებს ჰქონდათ უფლება, რომ ეს სცოდნოდათ. გოგონა თითქოს ელოდა ამ გადაწყვეტილებას და დიდად არ გაჰკვირვებია. ბიჭმა უფრო განიცადა და თქვა, რომ როცა დამცავ ორდერს ვადა გაუვიდოდა, დედის ნახვა სურდა. ბავშვები დღესაც ფსიქოლოგთან არიან“, -ამბობს თამუნა გაბოძე, რომელსაც ბავშვებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს.

და-ძმის ადვოკატი, თამუნა გაბოძე ამბობს, რომ 12 წლის გოგო ახლაც ეძებს პასუხს, რატომ არ ეხმარებოდა დედა, როცა მას კაცი აუპატიურებდა.

Share.