კანადაში ავტოკატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავდა და 200-მდე ავტომობილი დაზიანდა

0

კანადაში, ქალაქ მონრეალთან ახლოს საავტომობილო მაგასტრალზე მასშტაბური ავტოკატასტროფა მოხდა, რის შედეგადაც 200-მდე ავტომობილი დაზიანდა.

loading...

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ქარბუქით გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა, რის გამოც რამდენიმე მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო.

ავტოკატასტროფაში მოყოლილ ავტომობილებს შორის სასკოლო ავტობუსი, ბენზინმზიდი და 10-ზე მეტი სატვირთოა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 70 ადამიანი. 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ავარიის გამო მაგისტრალზე ორივე მიმართულებით მოძრაობა დროებით გადაიკეტა.

loading...
Share.